ფრანგული Voice-ის მწვრთნელმა კონკურსანტი ხელში აყვანილი გაიყვანა სცენიდან
15:32 / 12-02-2015
საფრანგეთში Voice-ის შესარჩევ ტურებზე მწვრთნელების წინაშე 16 წლის მადლენ ლიპერი წარდგა, რომელმაც Tove Lo-ს ჰიტი Habits (Stay High) შეასრულა. ახალგაზრდა მომღერალს ოთხივე მწვრთნელი შემოუბრუნდა და მადლენმა საბოლოოდ არჩევანი მიკაზე შეაჩერა.