loader

ალა პუგაჩოვას ახალი სიმღერა "ომი" ინტერნეტში აჟიოტაჟის მიზეზი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალა პუგაჩოვას ახალი სიმღერა "ომი" ინტერნეტში აჟიოტაჟის მიზეზი გახდა

რუსული შოუბიზნესის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელწოდებით Война ("ომი"). კომპოზიცია შანსონის სტილშია ჩაწერილი. როგორც ცნობილია, პუგაჩოვა მხარს უკრაინას უჭერს. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა მისი ბოლო სიმღერაც უკრაინისადმი მხარდამჭერად ჩათვალეს და აღნიშნეს, რომ ამით პრიმადონამ ხაზი გაუსვა - რუსეთის მიერ წამოწყებული საბრძოლო მოქმედებები აზრს მოკლებულია.

"ყველაფერს თავისი დრო აქვს. ის უნდა იმღერო, რასაც გრძნობ. მე საერთოდ ჩიტივით ვარ, არ ვმღერი, როცა ქვემეხები ისვრიან, მაგრამ ახლა ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა", - განაცხადა ალა პუგაჩოვამ რუსული რადიოს ეთერში.