loader

ლელა წურწუმიას კაბა, რომელიც ალსუს ისე მოეწონა, ავთანდილს მთელი კოლექცია შეუკვეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლელა წურწუმიას კაბა, რომელიც ალსუს ისე მოეწონა, ავთანდილს მთელი კოლექცია შეუკვეთა

ნინა წკრიალაშვილის გადაცემა "გარდერობს" ლელა წურწუმიამ უმასპინძლა. ცნობილია, რომ მომღერალი  საკუთარი დიზაინით იკერავს სამოსს, ქმნის სამკაულებს და ა.შ. მაგრამ იმან, რაც ლელას გარდერობში იხილა, მისი მეგობარი და კოლეგა ნინაც დაამუნჯა.

ლელას გარდერობში ძირითადად კლასიკური სტილი სჭარბობს, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის. დოლჩე და გაბანა, ჯუზეპე ზანოტი, შანელი, რობერტო კავალი, ჟან პოლ გოტიე და ჟივენში იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ლელა წურწუმიას ზამთრისა და ზაფხულის სასცენო ფეხსაცმელების კოლექციებში შეხვდებით.

მომღერალმა გადაცემის წიმყვანს წარუდგინა ავთო ცქვიტინიძის შეკერილი კაბა, რომელიც ალა პუგაჩოვას დაბადების დღეზე ეცვა და რომელიც რუს ვარსკვლავს, ალსუს იმდენად მოეწონა, რომ ავთანდილს მთელი კოლექცია შეუკვეთა. მომღერალმა მაყურებელს ასევე წარმოუდგინა კაბა, რომელიც  ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტის დროს კონცერტზე ეცვა.