loader

ალა პუგაჩოვას ყველაზე ცნობილი ჰიტის ავტორი მკვლელი აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალა პუგაჩოვას ყველაზე ცნობილი ჰიტის ავტორი მკვლელი აღმოჩნდა

სკანდალური გარჩევები რუსი მომღერლის, ალა პუგაჩოვას ჰიტის - Позови меня с собой ავტორობის თაობაზე წლებია გრძელდება. სიმღერას, რომელზეც ვარაუდობდნენ, რომ ტატიანა სნეჟინას ეკუთვნოდა, ახალი ავტორი, ნაკლებად ცნობილი მომღერალი ირინა ორეშკო გამოუჩნდა. ეს უკანასკნელი მკვლელობისთვის ციხეში იჯდა.

პუგაჩოვამ Позови меня с собой პირველად 1997 წელს შეასრულა. ჰიტის ავტორი ავიაკატასტროფაში 23 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ორეშკო გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ სიმღერა მას ეკუთვნოდა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 47 წლის მომღერალი 9 წლის წინ გამოვიდა ციხიდან, სადაც მკვლელობისთვის იჯდა.

ორეშკოს თქმით, წლების წინ ხმის ჩამწერ სტუდიაში რვეული დარჩა, სადაც ეს სიმღერა იყო ჩაწერილი. ის სერგეი ბუგაევთან (ტატიანა სნეჟინას საყვარელი) ერთად იყო. ქალის თქმით, სერგეიმ გადაწყვიტა, მისთვის სამაგიერო გადაეხადა, რადგან ირინა ორეშკომ იგი უარყო. ტატიანა სნეჟინას დედა ორეშკოს ავტორობას კატეგორიულად უარყოფს. "ეს ფიზიკურად არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ტატიანამ სიმღერა 1994 წელს დაწერა, სერგეი კი 1995 წელს გაიცნო", - ამბობს ქალი.