loader

19 წლის ორსული კონკურსანტი ჟიურიმ "X Factor-ისთვის ზედგამოჭრილად" შეაფასა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19 წლის ორსული კონკურსანტი ჟიურიმ "X Factor-ისთვის ზედგამოჭრილად" შეაფასა

6 აპრილს ”რუსთავი 2”-ზე X Factor-ის მორიგი სეზონი დაიწყო. წლევანდელი ჟიური მეტად წარმომადგენლობითია - მომღერლები: ანრი ჯოხაძე, სოფო ნიჟარაძე, თამთა გოდუაძე და ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ცდილობენ ყველაზე ნიჭიერი და ქარიზმატული მომღერლები შეარჩიონ.

სცენაზე 19 წლის ორსული ლინდა ადამია წარსდგა. მან კრისტინა აგილერას სიმღერა something's got a hold on me შეასრულა. მისი პროფესიული ნამღერით ჟიური მოიხიბლა. გიორგი გაბუნიამ მას უთხრა, რომ ზედგამოჭრილია X Factor-ისთვის. რაღა თქმა უნდა, ოთხი "კი"-თ ის მომდევნო ტურში გადაიყვანეს.