loader

რიანა ნარკოტიკის მოხმარების დროს ფარულად გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიანა ნარკოტიკის მოხმარების დროს ფარულად გადაიღეს

ინტერნეტში კალიფორნიაში, ქალაქ ინდიოში მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე ფარულად გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ მომღერალი რიანა მოიხმარს... აი, თუ რას მოიხმარს იგი, სოციალურ ქსელებში განხილვის თემად იქცა. მომღერლის ფანებმა პოპულარული მომღერალი იმ დროს გადაიღეს, როდესაც ცხვირთან რაღაც მიიტანა. ინტერნეტი ვარაუდებით აივსო, ბევრმა დაიწყო მტკიცება, რომ ეს კოკაინია.

თავად მომღერალმა კი განაცხადა, რომ კოკაინი არასდროს მიუღია: "თქვენ რა, გასულელდით? ნებისმიერს შეუძლია დაინახოს, რომ მარიხუანას ვახვევდი და არა კოკაინს ვყნოსავდი. არ შეიძლება, ასეთი იდიოტები იყოთ!", - დაწერა საკუთარ მიკრობლოგში მომღერალმა.

რიანა არასდროს მალავდა, რომ მარიხუანას მოიხმარს - მომღერალს ამის შესახებ ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, პაპარაცებს კი მწეველი რიანას ფოტოები ბევრჯერ გადაუღიათ.