loader

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი 33 ჩილელ მაღაროელზე, რომლებმაც მიწის ქვეშ 69 დღე გაატარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი 33 ჩილელ მაღაროელზე, რომლებმაც მიწის ქვეშ 69 დღე გაატარეს

ზაფხულში რეჟისორ პატრისია რიგენის დრამა The 33 გამოდის, რომელშიც მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი, ბობ განტონი, ჟულიეტ ბინოში, როდრიგო სანტორო, ჯეიმს ბროლინი, ლუ დაიმონდ ფილიპსი, მარიო კასასი და სხვები ასრულებენ.

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც ჩილეში 2010 წელს მოხდა. ატაკამას უდაბნოში მდებარე სან ხოსეს მაღაროს ჩანგრევის შედეგად, 33 მაღაროელი 69 დღის განმავლობაში მიწის ქვეშ, 700 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდა. 69-დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი ამოიყვანეს მიწისქვეშეთიდან.