loader

როგორ წარმოაჩენენ საქართველოს და ქართველებს ჰოლივუდურ ფილმებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ წარმოაჩენენ საქართველოს და ქართველებს ჰოლივუდურ ფილმებში

რა სტერეოტიპებით წარმოაჩენენ საქართველოს და ქართველებს ამერიკულ ფილმებსა თუ სერიალებში? "პირველი მერცხალი" საქართველოსა და ქართველების არც ისე დადებითი კუთხით წარმოჩენისა ჰოლივუდურ ფილმებში, ქართველი ნარკობარონი ვიქტორ როსტავილი იყო 80-იანი წლების ბოევიკიდან "წითელი სიცხე". 2013 წელს გადაღებული დეტექტიური სერიალის, King & Maxwell-ის ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველ პოლიტიკოსზე - ნიკოლოზ არზიანზეა მოთხრობილი, რომელიც მოძალადე აღმოჩნდება.

2010 წელს გამოვიდა ფილმი Undisputed 3, რომელშიც მოქმედება საქართველოს ერთ-ერთ ციხეში მიმდინარეობს, სადაც არალეგალური ბრძოლები იმართება პატიმრებს შორის. ფილმში ჩნდებიან ქართველი პერსონაჟები - რეზო და გაგა, რომლებიც ბოლოს მთავარ გმირს უღალატებენ. შესაბამისად, არა მხოლოდ სისტემურ დონეზე, ინდივიდუალურადაც კი ერთი ეთნიკურად ქართველიც კი არ არის დადებითად ნაჩვენები.

კიდევ რამდენიმე მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში და წაიკითხოთ ამ სტატიაში ambebi.ge-ზე.

ასევე იხილეთ:

სერიალ "ნიკიტას" სერია საქართველოს ტახტის მემკვიდრის გადარჩენაზეა

ტომ კრუზის ახალ ფილ­მში სა­ქარ­თვე­ლოს დასცინიან

ნიკოლოზ არზიანი - მოძალადე ქართველი პოლიტიკოსი ამერიკულ სერიალში