loader

ჯენიფერ ლოპესის სექსუალურმა შოუმ მაროკოში საპროტესტო ტალღა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯენიფერ ლოპესის სექსუალურმა შოუმ მაროკოში საპროტესტო ტალღა გამოიწვია

გასულ უქმეებზე ჯენიფერ ლოპესმა მუსიკალურ ფესტივალ Mawazine Music Festival-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაროკოში გაიმართა. სექსსიმბოლო სცენაზე მოღებული ბოდით გამოვიდა და ცეცხლოვანი ცეკვები შეასრულა. მთელი მსოფლიოს ფანები 45 წლის მომღერლის შოუებით აღფრთოვანებულნი არიან, მაგრამ როგორც ჩანს, მაროკოელები სხვანაირად ფიქრობენ.

ჯენიფერ ლოპესის წარმოდგენას - უფრო ზუსტად კი, ათობით ათასი მაყურებლის წინ შესრულებულ "ტვერკს" ქვეყანაში პროტესტის ტალღა და კრიტიკა მოჰყვა. ლოპესის ვიდეოს არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ სახელმწიფო ტელევიზიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ ჩათვალეს, რომ მაროკოს სცენაზე მიუღებელი და შეურაცხმყოფელია მსგავსი ცეკვები და ტანსაცმელი.