loader

საჩუქარი, რომელიც ყველა მამაკაცს შეშურდება - კიმ კარდაშიანმა ქმრის დაბადების დღეზე კალათბურთის მოედანი დაიქირავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჩუქარი, რომელიც ყველა მამაკაცს შეშურდება - კიმ კარდაშიანმა ქმრის დაბადების დღეზე კალათბურთის მოედანი დაიქირავა

ამერიკული რეალითი-შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა მეუღლის, რეპერ კანია უესტის დაბადების დღეზე კალათბურთის გუნდების, "ლეიკერსის" და "კლიპერსის" მოედანი - Staples დაიქირავა.

სტადიონზე კანია უესტმა, რომელსაც 38 წელი შეუსრულდა, კალათბურთი ითამაშა სტუმრებთან: ჯასტინ ბიბერთან, რეპერ Tyga-სა და 2 Chain-თან და ასევე, NBA-ს ვარსკვლავებთან - რასელ უესტბრუკთან და ჯონ უოლთან.

გარდა ამისა, "ვარსკვლავური" მატჩის მსაჯებად კარდაშიანმა NBA-ს ნამდვილი რეფერები დაიქირავა. მოთამაშეებს "ლეიკერსის" ჩირლიდერი გოგონები ამხნევებდნენ, ჰიმნი კი მომღერალმა ჯონ ლეჯენდმა შეასრულა. დაბადების დღის ორგანიზებისთვის კიმმა დაახლოებით 110 000 დოლარი დახარჯა.