loader

"პატარა ქალოს" არაჩვეულებრივი შესრულება რუსი ჩელისტისა და სერბი გიტარისტის მიერ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატარა ქალოს" არაჩვეულებრივი შესრულება რუსი ჩელისტისა და სერბი გიტარისტის მიერ

რუსი ჩელისტი იან მაკსინი და სერბი გიტარისტი გორან ივანოვიჩი ქართული სიმღერის "პატარა ქალოს" ორიგინალურ ვერსიას ასრულებენ. ვიდეო 11 იანვარს ჩიკაგოში კონცერტზე არის გადაღებული.

სანკტ-პეტერბურგში დაბადებული მაკსინი ვიდეოსთან დაკავშირებით წერს: "უმშვენიერესი ქართული სიმღერა "პატარა ქალო", ეძღვნება დედაჩემს, რომელიც პატარაობაში თბილისში ცხოვრობდა და სწორედ მან გამიხსნა კარი ამ უნიკალური უძველესი კულტურისა, ზღაპრების, ფოტოებისა და რა თქმა უნდა მუსიკის საშუალებით..."