loader

პარიზში კორტნი ლავის მანქანას დემონსტრანტები დაესხნენ თავს და მძღოლი მძევლად აიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზში კორტნი ლავის მანქანას დემონსტრანტები დაესხნენ თავს და მძღოლი მძევლად აიყვანეს

პარიზში ტაქსისტების გაფიცვის დროს ამერიკელი კორტნი ლავი ცხელ წერტილში აღმოჩნდა. ცნობილი როკ მუსიკოსი შარლ დე გოლის აეროპორტიდან პარიზის ცენტრალურ ქუჩებში გაემართა, როდესაც მის მანქანას დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყეს და ჯოხების რტყმა დაუწყეს.

"მათ ჩვენ მანქანას ალყა შემოარტყეს და მძღოლი მძევლად აიყვანეს. მანქანას ჯოხებს ურტყამენ. ეს არის საფრანგეთი? ბაღდათსი უფრო მშვიდად ვიქნებოდი", - დაწერა კორტნიმ ტვიტერზე. საბოლოოს მომღერალმა ამ გაფიცვიდან თავის დაღწევა უსაფრთხოდ შეძლო.

შეგახსენებთ პარიზში ტაქსისტები uberPop სერვისის წინააღმდეგ მართავენ საპროტესტო აქციას.