რიანამ მამაკაცს სახეში ფულის შეკვრა ესროლა
პოპ-მომღერალმა რიანამ "აფროჯილდოს" BET Awards-ის გადაცემის ცერემონიის დროს, სცენის მიღმა მამაკაცს დოლარების შეკვრა ესროლა. ინციდენტი კამერებმა დააფიქსირეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში მოხვდა.
კვირა ღამით, ლოს-ანჯელესში ტელეარხ BET-ის პრემიის ლაურეატები დააჯილდოვეს. სხვა ცნობილ შავკანიან ადამიანებთან ერთად სცენაზე ბარბადოსელი მომღერალი რიანა გავიდა.
როგორც კულისებს მიღმა გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, მაყურებლის წინაშე გამოჩენამდე რამდენიმე წამით ადრე პოპ-ვარსკვლავი ვიღაც მამაკაცთან საუბრისას გაცხარდა და მას სახეში დოლარების შეკვრა ესროლა.
მომღრლის ეს საქციელი ინტერნეტმომხმარებლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
"როგორც ჩანს, რიანას ფულის აუდიტორიისთვის სროლა უნდოდა და ასე მოიქცა, რადგან ამის გაკეთება აუკრძალეს", - ხუმრობენ ინტერნეტმომხმარებლები.