loader

ამაღელვებელი სცენა X ფაქტორში და "დინოზავრი" ჟიურის წევრად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი სცენა X ფაქტორში და "დინოზავრი" ჟიურის წევრად

X ფაქტორში ამაღელვებელი სცენა გათამაშდა: "ბავშვების" კატეგორიის წარმომადგენლის, მარიამ ჯანჯღავას შესანიშნავმა შესრულებამ მთელი დარბაზი და განსაკუთრებით ჟიური ერთიანად მოხიბლა. მარიამის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ბიორკის ურთულესი სიმღერა მართლაც მაღალპროფესიულად შეასრულა, მისი მენტორი ანრი ჯოხაძე სცენაზე ავიდა და გოგონას ხელზე ემთხვია. ანრიმ დინოზავრის ფიგურა, რომელიც მიზანსცენაში მონაწილეობდა, გიორგი გაბუნიას "შესაშინებლად" სცენიდან ჩამოიტანა და ჟიურის სკამზე მოათავსა. უკლებლად ყველა მენტორმა აღნიშნა, რომ მარიამ ჯანჯღავას სახით ქართულ სცენას ნიჭიერი მომღერალი და "მიუზიკლების დედოფალი" ჰყავს.