loader

ქრისტინე იმედაძე ქართველი მილიონერის ვაჟზეა შეყვარებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქრისტინე იმედაძე ქართველი მილიონერის ვაჟზეა შეყვარებული

გადაცემა "პროფილში" სტუმრად მყოფ ქრისტინე იმედაძე გამოტყდა, რომ შეყვარებულია. "კარგი, წარმოსადეგი პიროვნება", როგორც მომღერალმა მისი გულისსწორი დაახასიათა, ქართველი მილიონერის ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, ანუ თოშა ქებურიაა, რომელიც დიდი ხანია, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თოშა სიმპათიური ბიჭია, უამრავი საინტერესო გატაცება აქვს, პირველ რიგში კი მანქანებისა და მოტოციკლების სიყვარული და ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

ქრისტინემ ცოტა ხნის წინ მეგობართან, ცნობილ სტილისტ მიშა გასიტაშვილთან ერთად საფრანგეთში იმოგზაურა, კერძოდ, პარიზში, დაბადების დღე კი მონტე-კარლოში აღნიშნა. გავრცელდა ხმა, რომ ეს მოგზაურობა მას დაბადების დღის საჩუქრად ახალმა მიჯნურმა, თოშა ქებურიამ მოუწყო.