loader

ჩვენება წყალქვეშ: რუსი დიზაინერის ულამაზესი დეფილე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენება წყალქვეშ: რუსი დიზაინერის ულამაზესი დეფილე

რუსმა დიზაინერმა იანა ნედზვეცკაიამ შარშან შემოდგომაზე მოსკოვის მოდის კვირეულზე ფურორი მოახდინა, როდესაც საკუთარი ახალი კოლექციის ჩვენება წყალქვეშ მოაწყო. მოქმედებას, რომელიც მოდელების აუზში ვარდნის შემდეგ ხდებოდა, მაყურებლები დიდ ეკრანზე უყურებდნენ, ვიპ-სტუმრები კი აუზში ჩავიდნენ: მათ კომფორტისთვის ჰიდროკოსტიუმები და აკვალანგები დაურიგეს.

წყალში ჩავარდნის შემდეგ კაბები საოცარ ფორმებს იღებდა. მსგავს ეფექტს დიზაინერმა დიდი რაოდენობის ნაჭრის წყალობით მიიღწია - თითოეულ კაბაზე დაახლოებით 20-25 მეტრი აბრეშუმი დაიხარჯა, მთელ კოლექციაზე კი დიზაინერმა 500 მეტრამდე ნაჭერი გამოიყენა.