loader

ნიუ-იორკის ყველაზე ელეგანტური უსახლკარო Versace-ს ყოფილი მოდელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-იორკის ყველაზე ელეგანტური უსახლკარო Versace-ს ყოფილი მოდელია

56 წლის ყოფილი მოდელი მარკ რეი ნიუ-იორკის შენობის ერთ-ერთ სახურავზე უკვე ექვსი წელია ცხოვრობს. მართალია, ამის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, რადგან რეი უსახლკაროს ნამდვილად არ ჰგავს. ამ უჩვეულო მამაკაცის ისტორიაზე მისმა მეგობარმა რეჟისორმა, ასევე ყოფილმა მოდელმა ტომას ვირტენსონმა გვიამბო და 2014 წელს მასზე ფილმი - Homme Less გადაიღო (ფილმის სათაურში სიტყვების თამაშია: Homeless უსახლკაროს ნიშნავს, Homme კი მამრობითი სქესის აღმნიშვნელი სიტყვაა და მოდის ინდუსტრიაში ძალიან დამკვიდრებულია).

მარკი, რომელიც ერთ დროს Versace-ს ჩვენებებზე გამოდიოდა, თვლის, რომ მისი უსახლკარობა მოგზაურობის სიყვარულისა და ხელგაშლილობის ბრალია, თუმცა ის ამაზე სულაც არ წუხს. მარკი ამჟამად გამოცემა Dazed & Confused-ში მოდის ფოტოგრაფად მუშაობს და კულისებს მიღმა ჩვენებებს იღებს. "უსახლკაროდ დარჩენილს გამახსენდა სახურავი, რომელზეც მეგობარმა წვეულება მოაწყო. ღამით შენობაში შევაღწიე და სახურავზე ავედი. ვფიქრობდი, რამდენიმე დღე გავჩერდებოდი, მაგრამ წლებია შემოვრჩი" - ამბობს ყველაზე ელეგანტური უსახლკარო.