loader

გრიგორი ლეპსის ქალიშვილი თამამ კლიპებში მონაწილეობით ამერიკაში კარიერას იკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიგორი ლეპსის ქალიშვილი თამამ კლიპებში მონაწილეობით ამერიკაში კარიერას იკეთებს

30 წლის ინგა ლეპსმა ცნობილი მამის - გრიგორი ლეპსის გზის გაგრძელება გადაწყვიტა, მართალია, არა სიმღერით, თუმცა ფილმებსა და ვიდეორგოლებში მონაწილეობს.

მომღერლის ქალიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს. ახლახან ინგამ მუსიკოს Diplо-ს კლიპში მიიღო მონაწილეობა. ვიდეორგოლში მსახიობს საკმაოდ პროვოკაციული როლი შეხვდა. "პანკ გოგონას ვთამაშობ, რომელიც ქალაქში, მეგობარ ბიჭთან ერთად დაეხეტება და ნარკოტიკებს ეძებს. თავად სიმღერა რევოლუციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. მაგრამ ჩემი გმირი ამ სიყვარულს ვერ ხედავს, მან მხოლოდ დამცირება, ლანძღვა, ნარკოტიკები და ქუჩის ცხოვრება იცის. და სწორედ ეს არის მოტივაციის მომცემი", - ამბობს ინგა.

ინგა გრიგორი ლეპსს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მომღერალს, მის გარდა, კიდევ სამი შვილი ჰყავს მეორე მეუღლე ანა შაპლიკოვასთან.