loader

თრეილერი ფილმისა, რომელსაც საქართველო "ოსკარზე" წარადგენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თრეილერი ფილმისა, რომელსაც საქართველო "ოსკარზე" წარადგენს

ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, "ოსკარზე" საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის "მოირა" იქნება წარდგენილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება 12 სექტემბერს, კონოთეატრ "ამირანში" სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო.

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარსადგენი ფილმი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ასევე მსახიობი ნატო მურვანიძე, სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე.

ფილმის თრეილერი კულტურის სამინისტრომ "ფეისბუქის" საკუთარ გვედზე გამოაქვეყნა.

View the English version on Georgian Journal:

Georgia Nominates 'Moira' for Foreign-Language Category of Oscars