loader

ანიტა რაჭველიშვილის უბადლო შესრულება საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და მქუხარე აპლოდისმენტები ბერლინში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანიტა რაჭველიშვილის უბადლო შესრულება საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და მქუხარე აპლოდისმენტები ბერლინში

საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ბერლინსა და სტრასბურგში კონცერტები წარმატებით ჩაატარა. სოციალურ ქსელში სტრასბურგის კონცერტზე შესრულებული დასკვნითი არიის ფრაგმენტი გავრცელდა. 1900 კაციან კონგრეს-ჰოლში ქართული ორკესტრისთვის მაყურებელმა აპლოდისმენტები არ დაიშურა. 

ქართველი საოპერო ვარსკვლავების საქველმოქმედო კონცერტი სტრასბურგში პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ეგიდით გაიმართა. საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად სცენაზე პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი და სხვა ქართველი საოპერო ვარსკვლავები წარსდგნენ.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ბერლინისა და სტრასბურგის წარმატებული გამოსვლების შემდეგ, ბრიუსელში, გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტის შესასრულებლად მიემგზავრება.