loader

რა ხდება ბერას პირად ცხოვრებაში და რას პასუხობს რეპერი კითხვაზე: ვის ეძღვნება "ავტოგოლი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ბერას პირად ცხოვრებაში და რას პასუხობს რეპერი კითხვაზე: ვის ეძღვნება "ავტოგოლი"

17 ოქტომბერს კინოთეატრ "ამირანში" ბერას და მისი ამერიკელი მეგობრის, ნეშ გრიერის ფანები შეიკრიბნენ. Nash Grier ამერიკელი ინტერნეტვარსკვლავია, რომელმაც 2013 წლიდან Vine-ისა და Youtube-ის მომხმარებლებში სუპერპოპულარობა მოიპოვა. 17 წლის ვარსკვლავი რამდენიმე დღეა თბილისში ბერა ივანიშვილის მოწვევით იმყოფება. ნეში ბერას ერთ-ერთი ბოლო კლიპის, I Look Good On You-ს ავტორია.

მომღერალმა და კლიპმეიკერმა ასობით ფანთან შეხვედრისას, მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს. ბერას თქმით, საქართველოში დაბრუნებული ძირითად დროს პატარა ძმასთან - ცოტნესთან ატარებს და მასთან ურთიერთობის დანაკლისს ინაზღაურებს. მომღერალმა პირად ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღიარა, რომ მის ცხოვრებაში, კარიერის გარდა, ჯერჯერობით არაფერი ხდება. "ავტოგოლზე" დასმულ შეკითხვას კი, თუ ვის ეძღვნება ახალი სიმღერა, რეპერმა არ უპასუხა.

ავტორები: ეკა მელიქიძე, გიგა ხურცილავა

იხილეთ: ბერამ თბილისში ვარსკვლავი მეგობარი ჩამოიყვანა - ქართველი ფანები კუმირს ცრემლებით და ოვაციებით დახვდნენ