loader

ჩარლი შინმა აღიარა, რომ აივ-ინფიცირებულია, რის გამოც საკუთარი მეგობრები აშანტაჟებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩარლი შინმა აღიარა, რომ აივ-ინფიცირებულია, რის გამოც საკუთარი მეგობრები აშანტაჟებდნენ

ამერიკულ ტელეარხ "ენ-ბი-სი"-ზე, მეტ ლაუერის გადაცემაში მსახიობმა ჩარლი შინმა აღიარა, რომ აივ-ინფიცირებულია. "ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვაღიარო - აივ-დადებითი ვარ. ბოლო უნდა მოვუღო სიცრუეს და ჩემზე თავდასხმებს, ეს ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ამ დიაგნოზის შესახებ ოთხი წლის წინ გავიგე. ეს გარდამტეხი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში", - განაცხადა შინმა.

მსახიობმა ექიმებს იმიტომ მიაკითხა, რომ ძლიერი თავის ტკივილები აწუხებდა. "დაავადება საშინელი თავის ტკივილებით დაიწყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ თავის ტვინის სიმსივნე მქონდა და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო", - ჰყვება შინი.

ამასთან, მსახიობმა განაცხადა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფულს სძალავენ, რომ მისი დაავადების შესახებ საჯაროდ არ მოყვნენ. "ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ვენდობოდი. ისინი ჩემს ახლო სამეგობრო წრეში იყვნენ, ამიტომ იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ. მათ მალევე გამიცრუეს იმედები, როდესაც მილიონები მომთხოვეს, რომ ჩემი დიაგნოზი არ გაეთქვათ".