loader

ვის რა ეცვა "ოქროს გლობუსზე" - ვარსკვლავების საუკეთესო ჩაცმულობები წითელი ხალიჩიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვის რა ეცვა "ოქროს გლობუსზე" - ვარსკვლავების საუკეთესო ჩაცმულობები წითელი ხალიჩიდან

2016 წლის "ოქროს გლობუსის" წითელი ხალიჩა, როგორც ყოველთვის, ვარსკვლავებით იყო დახუნძლული და მათი უმეტესობა თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. ბევრნაირი სტილის და ქსოვილის კაბა გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, თუმცა თითქმის ყველა მათგანს აერთიანებდა წელში გამოყვანილი სილუეტი.

ხალიჩაზე ჭარბობდა წითელი ფერი და მოსასხამი, რომლითაც ხალიჩაზე ბევრი ქალბატონი გამოჩნდა. ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის შთამბეჭდავი წითელი კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, ლედი გაგამ არჩევანი Versace-ს შავ, ხავერდის კაბაზე შეაჩერა; ასევე Versace-ს კაბა ეცვა ემი ადამსს, თუმცა მსახიობმა ნარინჯისფერი აირჩია. დაჯილდოებაზე Valentino-ს შავი ფერის კაბაში ბრწყინავდა კირსტენ დანსტი, ჯენიფერ ლოპესი კი წითელ ხალიჩას Giambattista Valli-ს ულამაზესი ყვითელი კაბით ამშვენებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა