loader

კრიშტიანუ სექსის დროს სულ სარკეში იყურებოდა - ირინა შეიკი რონალდუსთან განშორებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრიშტიანუ სექსის დროს სულ სარკეში იყურებოდა - ირინა შეიკი რონალდუსთან განშორებაზე

ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს იუმორისტული რუსული ინტერნეტგამოცემა Novrust-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც იუწყებიან, რომ  საფეხბურთო ვარსკვლავისა და ცნობილი მოდელის დაშორებაში დიდი როლი შეიკის წარმომავლობამ და რონალდუს ხასიათმა ითამაშა. მათ მაყურებელს წარუდგინეს "ინტერვიუ"  კრიშტიანოსთან, სადაც ის ამბობს, რომ მან არ იცოდა საკუთარი საცოლის წარმომავლობის შესახებ, და რომ  როცა მან შეიტყო, რომ ირინა შეიკი თათარი იყო და ქორწილში, მათი ტრადიციისამებრ, სასიძოს ცხენი და ბატი უნდა დაეკლა, ძალიან აღშფოთდა.

თავის მხრივ უარესად სკანდალური იყო "შეიკის აღიარება": როგორც სუპერმოდელმა" პრესასთან" განაცხადა, სექსის დროს კრიშტიანუ სულ სარკეში იყურებოდა და საკუთარ სხეულს ათვალიერებდა. "ის ხშირად სიმულირებდა კიდეც, ამიტომ მე ნამდვილი მამაკაცი მჭირდება და არა კრიშტიანუ რონალდუ", - განაცხადა შეიკმა.

შეგახსენებთ, რომ მომზადებული სიუჟეტი იუმორისტულ გამოცემა Novrust-ს ეკუთვნის, და რომ სიუჟეტის შინაარსი რეალობას არ შეესაბამება.