loader

გრიგორი ლეპსის მოსკოვური ბინა 150 ხატით და მდიდრული ვილა ტაილანდში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გრიგორი ლეპსის მოსკოვური ბინა 150 ხატით და მდიდრული ვილა ტაილანდში

გრიგორი ლეპსს რუსული ესტრადის მოყვარული ქართველები წლებია იცნობენ და უყვართ კიდეც. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მომღერალია, სახასიათო ხრინწიანი ხმით. თუმცა,საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ გრიგორი ლეპსი სინამდვილეში ქართველია - გრიგოლ ლეფსვერიძე, რომელიც სოჭში დაიბადა 1962 წელს.
ლეპსს მოსკოვში 320 კვადრატული მეტრი ფართის უზარმაზარი ბინა აქვს, რომლის მისაღები ოთახი ტაძარს უფრო ჰგავს - მთელ ოთახში 150 ხატისგან შემდგარი კოლექციაა განთავსებული. ამ სახლის და აგარაკის გარდა, მომღერალს აქვს ასევე ვილა ტაილანდში, კუნძულ ფხუკეტზე. ვილა ბევრ მნახველს აოცებს თავისი სიმყუდროვით და საოცარი მდებარეობით. ორსართულიანი სახლი პლაჟ სურინთან ახლოს არის.
აღნიშნული გადაცემა 2011 წელს არის ჩაწერილი და ის რუსეთის არხზე, НТВ-ზე გავიდა.

წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე