loader

”ქართველების დამცირება არ გვინდოდა” - სომეხი მომღერალი ”ყვავილების ქვეყანაზე” ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ქართველების დამცირება არ გვინდოდა” - სომეხი მომღერალი ”ყვავილების ქვეყანაზე” ატეხილ აჟიოტაჟს პასუხობს

ქართული სიმღერის - ”ყვავილების ქვეყანა” - ირგვლივ ინტერნეტში ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება. როგორც ცნობილია, სომეხი მომღერლის სერობ არჯემანიანის ჰიტის - HAYASTAN მელოდია გადაკეთებული "ყვავილების ქვეყანაა". სიმღერაზე HAYASTAN სომეხმა მომღერალმა კლიპი 3 ივნისს გამოუშვა და აპირებდა ის ”ევროვიზიაზე” წარედგინა.

”ნანუკას შოუმ” თემაზე სასაუბროდ სიმღერის იურიდიული სამართალმემკვიდრე სანდრო ჩირინაშვილი, სომხური პლაგიატის ”ავტორი” მანუკ ხაჩატრიანი და მომღერალი სერობ არჯემანიანი მიიწვია.

როგორც სომეხმა მომღერალმა განაცხადა, მან ახლახან შეიტყო, რომ ეს ქართული სიმღერაა და აპირებს მიუთითოს მისი წარმომავლობა. სერობ არჯემანიანის თქმით, სიმღერა ამჟამად დაბლოკილია ინტერნეტში.

იხილეთ თემაზე: სომხეთმა შესაძლოა "ევროვიზიაზე" "ყვავილების ქვეყანა" წარადგინოს?

ნანუკა ჟორჟოლიანმა და სომეხმა მომღერალმა ”ყვავილების ქვეყანა” ერთად იმღერეს


”თავიდან მეგონა, რომ ”ყვავილების ქვეყანა” ჩემგან იყო აღებული” - შეცვლის თუ არა სომეხი ავტორი სიმღერას?