loader

"ემოციის აფეთქება" - "სუხიშვილების" კონცერტი კიევში, რომელსაც სააკაშვილიც დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ემოციის აფეთქება" - "სუხიშვილების" კონცერტი კიევში, რომელსაც სააკაშვილიც დაესწრო

10 მარტს კიევში სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტი შედგა. შოუს კიევის კულტურის სასახლემ უმასპინძლა. ქართული ცეკვის სანახავად დედაქალაქის კულტურის მთავარ დარბაზში ასობით უკრაინელი შეიკრიბა. ბილეთების ფასი კონცერტებზე, რომელიც კიდევ სამ დღეს გაგრძელდება, 20-60 დოლარის ფარგლებში მერყეობს. "ისინი არიან მსოფლიოს მერვე საოცრება, ისინი არ ემორჩილებიან გრავიტაციას! მომაჯადოებელი საცეკვაო შოუ, რომელიც გაოგნებს წარმოუდგენელი სიზუსტითა და მოცეკვავეების გეომეტრიული მოძრაობებით, მამაკაცურობისა და გრაციოზულობის იდეალური შეხამება, ემოციის აფეთქება - ეს მცირეა იმ მახასიათებლებიდან, რითაც გამოირჩევიან საქართველოს ნაციონალური ბალეტის ბრწყინვალე მოცეკვავეები" - ასე წარადგენენ უკრაინულ მედიაში სუხიშვილების ანსამბლს. კონცერტის დასრულების შემდეგ, როცა ილიკო და ნინო სუხიშვილები მოცეკვავეებთან ერთად მადლობას უხდიდნენ აუდიტორიას, სცენაზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ავიდა.
წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე