loader

ყირიმში "Новая волна"-ზე საქართველოს ლიზი პოპი, აფხაზეთს კი ცალკე კონკურსანტი წარადგენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყირიმში "Новая волна"-ზე საქართველოს ლიზი პოპი, აფხაზეთს კი ცალკე კონკურსანტი წარადგენს

17 და 18 აპრილს მოსკოვის მიუზიკ-ჰოლში "Детская Новая волна 2016"-ის ("საბავშვო ახალი ტალღა") ნახევარფინალი გაიმართა და საბოლოოდ 15 კონკურსანტი აირჩიეს, რომლებიც კონკურსზე თავიანთ ქვეყნებს წარადგენენ.

საქართველოს "საბავშვო ახალ ტალღაზე" ლიზი პოპი წარადგენს. აღსანიშნავია, რომ წელს ცალკეა წარმოდგენილი აფხაზეთი, რომელსაც მილენა ბარციცი წარმოადგენს. დანარჩენი კონკურსანტების შემადგენლობა კი ასეთია: რუსეთი: ნონა ეგანიანი, ალექსეი ზაბუგინი, მარია მიროვა, ჯგუფი "ტრიო"; სომხეთი: მიხაილ გრიგორიანი; ბელორუსი: რუსლანა პანჩიშინა; ყირგიზეთი: ვერონიკა ინკიკო; კორეა: იუ დანიილი; ლატვია: ანასტასია იაჩმენკინა; მალტა: ეილა მანგიონი; რუმინეთი: დინუ ილინკა; უკრაინა: სოფია ბონდარენკო, მარია-დანიელა ტრახტენბერგი. კონკურსი არტეკში, ყირიმში გაიმართება.