loader

როგორ გააგდო მომღერალმა პრინცმა კიმ კარდაშიანი სცენიდან 2011 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გააგდო მომღერალმა პრინცმა კიმ კარდაშიანი სცენიდან 2011 წელს

კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე მისი და მომღერალ პრინცის სურათი გაავრცელა წარწერით: "მე ყოველთვის მემახსოვრება ეს მომენტი ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ არტისტთან ერთად. ისეთი გაოგნებული ვიყავი, გავშეშდი".

მოგვიანებით ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელიც 2011 წელს "მედისონ სკვერ გარდენში" პრინცის კონცერტის დროს არის გადაღებული. მომღერალმა დამსწრე საზოგადოებას შორის სექსუალური გოგონას ძებნა დაიწყო სცენაზე მოსაწვევად. მან კიმ კარდაშიანი აირჩია, რომელიც დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა მას. როდესაც პრინცმა ცეკვა დაიწყო, კარდაშიანი გაშეშებული იდგა სცენაზე, მომღერალი კიმს მიუბრუნდა და უთხრა, რომ მას სცენა დაეტოვებინა. "მე მოცეკვავე მინდა", - განაცხადა მან, როდესაც კარდაშიანი თავის ადგილს დაუბრუნდა.