loader

ქრისტინა აგილერას დუეტი გარდაცვლილ უიტნი ჰიუსტონთან - ვიდეო Voice-ის ფინალიდან, რომელიც ეთერში აღარ გავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქრისტინა აგილერას დუეტი გარდაცვლილ უიტნი ჰიუსტონთან - ვიდეო Voice-ის ფინალიდან, რომელიც ეთერში აღარ გავა

დიდი ხანია ვრცელდებოდა ამბავი იმის შესახებ, რომ ქრისტინა აგილერას Voice-ის ფინალში უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამასთან ერთად უნდა ემღერა. ფინალი 23 მაისს გაიმართება, თუმცა დუეტი მანამდე ჩაიწერა. 35 წლის პოპ-დივამ ლეგენდარული მომღერლის ჰოლოგრამასთან ერთად მისი ცნობილი ჰიტები შეასრულა. სიმღერის დასრულების შემდეგ დარბაზში მყოფმა ხალხმა ცრემლები ვერ შეიკავა. თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, არსებული ვიდეო Voice-ის ფინალში აღარ გავა, ვინაიდან უიტნის წარმომადგენლებმა ვიდეოს ნახვის შემდეგ მოითხოვეს მისი ამოღება. მათი თქმით, ლეგენდარული მომღერლის ჰოლოგრამა არ ჰგავდა საკმარისად ჰიუსტონს.