loader

ვინ არის თამთა გოდუაძის მდიდარი მილიარდერი საყვარელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის თამთა გოდუაძის მდიდარი მილიარდერი საყვარელი

თამთა გოდუაძე, ცნობილი სასცენო სახელით - თამთა, ქართველი პოპ-მომღერალია, რომელიც საბერძნეთში Super Idol Greece-ში მონაწილეობით გახდა პოპულარული. მუსიკალურ ტალანტ-შოუში მან მეორე ადგილი დაიკავა. 2014 წელს თამთა საქართველოში, გადაცემა "X ფაქტორის" ჟიურის წევრი გახდა და ქართველმა მაყურებელმა მის შესახებ სწორედ მაშინ გაიგო. თამთას ქართულ შოუში გამოჩენას მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული და აღფრთოვანება მოჰყვა. ის შოუს მეორე სეზონის ჟიურის წევრიც გახლდათ.

თამთა წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ოჯახთან ერთად 22 წლის ასაკში გადასახლდა. იგი ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია და ფანებს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი ჰიტებით, კლიპებით თუ კონცერტებით, თუმცა თამთას პირადი ცხოვრება ყოველთვის გასაიდუმლოებულია. მომღერალი ცდილობს, პაპარაცებს დაუმალოს მისი ბოლოდროინდელი სიყვარული - ბერძენი მილიარდერი, უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე პარის ლაცისი (მამის გვარი კასიდოკოსტასი).

36 წლის პარისი გახლავთ ლაცისების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრე, რომლებიც ნავთობის, უძრავ ქონებასა და საბანკო სექტორში ფლობენ წილებს. მისი ბაბუა (დედის მამა) იანის ლაცისი, ბერძენი მულტიმილიარდერი გახლდათ. 2003 წელს, როცა იანის ლაცისი გარდაიცვალა, Forbes-მა მისი ქონება 15 მილიარდი დოლარით შეაფასა. უახლესი რეიტინგით კი, ლაცისები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში 54-ე ადგილზე არიან.

წაიკითხეთ სრულად ambebi.ge-ზე