loader

ფილმი, რომელიც "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმი იქნება - "სხვისი სახლი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილმი, რომელიც "ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმი იქნება - "სხვისი სახლი"

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კომისიის გადაწყვეტილება. საქართველოს კანდიდატი ფილმი "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი" იქნება.

ფილმი 1990-იანი წლების საქართველოს ეხება. სიუჟეტი ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.