loader

გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი გამოსვლა "ახალ ტალღაზე" - ნახეთ, რა შეფასებები მისცა დუეტს ჟიურიმ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი ნადიბაიძის და ქეთა თოფურიას შთამბეჭდავი გამოსვლა "ახალ ტალღაზე" - ნახეთ, რა შეფასებები მისცა დუეტს ჟიურიმ

სოჭში მიმდინარე "ახალ ტალღაზე" მეორე საკონკურსო დღე გაიმართა, სადაც მონაწილეებმა დუეტში იმღერეს ცნობილ მომღერლებთან ერთად. გიორგი ნადიბაიძემ ქეთა თოფურიასთან ერთად სიმღერა Она не твоя შეასრულა და ჟიურის წევრებისგან 141 (11, 10, 11, 11, 11, 11, 11, 11, 10, 11, 11, 11, 11) ქულა მიიღო. გიორგიმ ჯამში 280 ქულა დააგროვა. ამ შედეგით მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე კვლავ უკრაინელი გალინა ბეზრუკია 286 ქულით, მეორეზე - იტალიელი ვოლტერ რიჩი 283 ქულით, მესამეზე კი ხორვატი დინო 282 ქულით. თუ ვინ გახდება "ახალი ტალღის" გამარჯვებული, ეს 8 სექტემბერს გახდება ცნობილი, როდესაც მონაწილეები სპეციალურად კონკურსისთვის დაწერილი სიმღერით წარდგებიან ჟიურის წინაშე.

ასევე იხილეთ: გიორგი ნადიბაიძის არაჩვეულებრივი გამოსვლა "ახალ ტალღაზე", უმაღლესი ქულები ჟიურისგან და ფეხზე წამომდგარი ლეონიდ აგუტინი