როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასულ ხატია ბუნიათიშვილს და როგორი სიტყვებით შეამკო იგი
10:46 / 11-10-2016
სექტემბერში ოდესაში კონცერტი გაიმართა, რომელზეც ხატია ბუნიათიშვილი, ბუბა კიკაბიძე, დათო ევგენიძე ბენდთან ერთად და სუხიშვილები იყვნენ მიწვეულნი. კონცერტს ესწრებოდა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. ფრანგულმა არხმა ხატიაზე სიუჟეტი მოამზადა, სახელწოდებით: "ფორტეპიანოს ბიონსე", სადაც ქართველი პიანისტის უკრაინაში ყოფნის კადრებიც არის შესული. ჟურნალისტმა პატარა ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილისგანაც აიღო, სადაც ოდესის გუბერნატორი შემდეგ სიტყვებს ამბობს: "იმედი მაქვს, რომ მომავალში მეტყვით, რომ მე ხატია ბუნიათიშვილის ეპოქის პოლიტიკოსი ვიყავი".