უკრაინაში მოღვაწე ქართველმა ქირურგმა X Factor-ში საკუთარი სიმღერა შეასრულა - რა განაჩენი გამოუტანა მას კონსტანტინ მელაძემ?
09:57 / 30-10-2016
უკრაინული X Factor-ში მწვრთნელებმა ის კონკურსანტები აირჩიეს, რომლებიც ლაივ შოუებზე გამოვლენ. მათ შორის არ აღმოჩნდა ალექსანდრე ლომია, რომელმაც ყველას თავი შეაყვარა. ალექსანდრემ ბოლო ტურში საკუთარი სიმღერა შეასრულა და კონსტანტინ მელაძის გუნდში სკამიც დაიმსახურა, თუმცა ბოლოს გამოსულმა მონაწილემ ძალიან კარგად შეასრულა სიმღერა და მელაძემ ალექსანდრე მასში გაცვალა. ქართველი კომპოზიტორის ასეთ გადაწყვეტილებას უკმაყოფილოება მოყვა მაყურებელს შორის და ისინი ლომიას დაბრუნებას ითხოვდნენ.