loader

წუთებით ადრე გაიგო ქმრის გარდაცვალება, თუმცა ძალა მოიკრიბა და სცენაზე გავიდა - "გმირი" მომღერლის მძიმე წუთები და ემოციური ნამღერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წუთებით ადრე გაიგო ქმრის გარდაცვალება, თუმცა ძალა მოიკრიბა და სცენაზე გავიდა - "გმირი" მომღერლის მძიმე წუთები და ემოციური ნამღერი

2013 წლის 28 აპრილს, უკრაინელ პოპულარულ მომღერალს, ტინა კაროლს, მეუღლე ევგენი ოგირი გარდაეცვალა, რომელთანაც ქორწინებაში 2008 წლიდან იმყოფებოდა. ევგენის სიმსივნე სჭირდა და ბოლო ერთი წელი ამ მძიმე დაავადებას ებრძოდა. ქმრის გარდაცვალების დღეს ტინას კონცერტი სხვა ქალაქში ჰქონდა დაგეგმილი. როდესაც მას მეუღლის გარდაცვალების ამბავი აცნობეს, მან ძალები მოიკრიბა და სცენაზე მაინც გავიდა, ხოლო მისი ნამღერი Выше облаков-ერთ-ერთ ემოციურ ნამღერად ითვლება. აი, რას იხსენებს მომღერალი იმ დღესთან დაკავშირებით.

"მაინც გვჯეროდა, ვიბრძოდით... უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. მეგონა, რომ სიყვარულის ძალით შევძლებდით ავადმყოფობის დამარცხებას, მაგრამ ევგენის მდგომარეობა უარესდებოდა. მის გვერდზე ვიწექი საწოლთან და მისი ხელი მეკავა. იგი დაჟინებით მთხოვდა, რომ უარი არ მეთქვა დაგეგმილი კონცერტებზე. არ შემეძლო, მისთვის არ დამეჯერებინა... ასეთი სამუშაო მაქვს. ბოლო სიმღერამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ როდესაც სიტყვები "მაღლა ცაში ჩვენ ახლიდან დავიწყებთ..." შევასრულე, თავი  ვერ შევიკავე და ავტირდი". თინამ იმ დღეს არავის გაუმხილა, თუ რა ამბავი დაემართა. მისი თქმით, მეუღლის გარდაცვალება პირადული იყო.