loader

კონჩიტა ქართულ "ნიჭიერში" - ფენით შესრულებული ნომერი და ჩაბჟირებული ჟიური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონჩიტა ქართულ "ნიჭიერში" - ფენით შესრულებული ნომერი და ჩაბჟირებული ჟიური

21 ნოემბრიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში "ნიჭიერი" იწყება. შოუს შემოქმედებითი ჯგუფი  წლევანდელ სეზონზე ბევრ საინტერესო და ექსკლუზიურ ნომერს გვპირდება. ერთ-ერთი მათგანის ფრაგმენტი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

მაყურებლის წინაშეა თემო ძაგნიძე, რომელიც ანტალიაში ჩოგბურთს ასწავლის. თემომ ჟიურის წევრებისა და მაყურებლის გაოცება შეძლო - მან კონჩიტა ვურსტი განასახიერა. თუ რა შეფასებები დაიმსახურა და გადავიდა თუ არა შემდეგ ტურში, ეს 21 ნოემბერს გახდება ცნობილი, როცა "ნიჭიერი" სტარტს აიღებს.