loader

ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროზიო და სხვა სუპერმოდელები უმაგრეს ფორმაში - Victoria's Secret-ის თვალისმომჭრელი სანახაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროზიო და სხვა სუპერმოდელები უმაგრეს ფორმაში - Victoria's Secret-ის თვალისმომჭრელი სანახაობა

პარიზის გრან პალეს მუზეუმმა Victoria's Secret-ის ღონისძიებას უმასპინძლა. თვალისმომჭრელი სანახაობა ტრადიციულად ყოველი წლის ნოემბერში იმართება. წითელ ხალიჩაზე მოდელები, დიზაინერები, მომღერლები და სხვა სფეროს ცნობილი სახეები შეიკრიბნენ. საგულდაგულოდ მოწყობილ პოდიუმზე ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ქენდელ ჯენერი, ალესანდრა ამბროზიო, ადრიანა ლიმა, ჟასმინ ტუკსი , ლილი ოლბრიჯი და სხვა მოდელები გამოჩნდნენ. შოუს მუსიკალურ მხარეზე ლედი გაგამ, ჯგუფმა The Weekend და ბრუნო მარსმა იზრუნეს. Victoria's Secret-ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ღონისძიებას წინა წლებში მაიამი, ლოს ანჯელესი, ლონდონი, ნიუ-იორკი და მილანი მასპინძლობდნენ. შოუმ დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა. სატელევიზიო ვერსიის ხილვა მსოფლიო მაყურებელს 7 დეკემბერს შეეძლება.