loader

რუსული მედია ქეთა თოფურიას დანგრეულ ოჯახზე ხმამაღლა ალაპარაკდა - რას წერს პრესა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული მედია ქეთა თოფურიას დანგრეულ ოჯახზე ხმამაღლა ალაპარაკდა - რას წერს პრესა

რუსული მედია უკვე აქტიურად წერს ახალი ინფორმაციის შესახებ - ქეთა თოფურია ქმარს გაშორდა. როგორც ჩანს, გავრცელებულმა ხმებმა რეპერ გუფთან რომანის შესახებ საბოლოოდ დაუსვა წერტილი წყვილის 4-წლიან ურთიერთობას. ქეთას და ლევ გეიხმანს პატარა ქალიშვილი ოლივია ჰყავთ.

თუმცა, როგორც გამოცემა dni.ru წერს, A'Studio-ს სოლისტის ახლო გარემოცვის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა ღალატის სკანდალამდეც აირია. ამის მიზეზი კი ლევ გეიხმანის მუდმივი მივლინებები გახდა საზღვარგარეთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი წლის განმავლობაში დიდ დროს ატარებდა ამერიკაში, ქეთა თოფურია კი დატვირთული რეჟიმის და პატარა ქალიშვილის გამო რუსეთიდან წასვლას ვერ ახერხებდა.

ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად იყვნენ ასახულნი. როგორც გაირკვა, გეიხმანი ამერიკიდან დროებით იყო დაბრუნებული.