loader

ვინ არის რიანას არაბი მილიარდერი შეყვარებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის რიანას არაბი მილიარდერი შეყვარებული

გუშინ საღამოს ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც მომღერალ რიანას და მისი ამჟამინდელი ბოიფრენდის ვნებიანი კოცნა იყო აღბეჭდილი. ყვითელი პრესა ფეხზე დადგა იმის გასარკვევად, თუ ვინ არის რიანას ახალი პარტნიორი. როგორც ირკვევა, 29 წლის მომღერლის რჩეული ჰასან ჯამილია, საუდელი ბიზნესმენი, რომელიც აბდულ ლატიფ ჯამილის ოჯახური ბიზნესის პრეზიდენტია. მისი კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია.

კომპანია მანქანების მწარმოებელი "ტოიოტას" დისტრიბუციის უფლებებს ფლობს საუდის არაბეთში. ჯამილის ოჯახი ფეხბურთის ლიგის მესაკუთრეცაა, რომელსაც "ჯამილის ლიგა" ჰქვია. ჯამილების ოჯახის ქონება 1,5 მილიარდი დოლარითაა შეფასებული.

პაპარაცებმა წყვილი ესპანეთში დასვენების დროს, აუზში შენიშნეს. როგორც ირკვევა, ჯამილი რიანამდე სუპერმოდელ ნაომი კემპბელს ხვდებოდა.