loader

ვინ არის ქერა რუსი მოდელი, რომელთან ურთიერთობას ბერა აღარ მალავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქერა რუსი მოდელი, რომელთან ურთიერთობას ბერა აღარ მალავს


ნახეთ| ბერა Gem Fest-ზე უცნობ ქერა გოგონასთან ერთად

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ Gem Fest-ზე წუხელ ცნობილმა დიჯეიმ, Solomun-მა დაუკრა. შთამბეჭდავ შოუს უამრავი მსმენელი დაესწრო. მათ შორის იყო რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც ანაკლიაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ბერას გარემოცვიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქერათმიანმა ლამაზმანმა, რომელიც ყოფილი პრემიერის ვაჟთან ჩახუტებული გადაადგილდებოდა საფესტივალო ტერიტორიაზე.

როგორც ირკვევა, უცნობი ქერა, ლურჯთვალება გოგონა რუსი მოდელი ევა მინაევაა. მინაევა 19 წლისაა, ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მსოფლიოს ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს.

მინაევას "ინსტაგრამის" გვერდზე ბერა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები მრავლადაა. ფოტოებიდან ირკვევა, რომ წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთადაა. ისინი მაისში, კანის კინოფესტივალზეც კი ერთად იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღეა მოდელი ბერასთან ერთად ბათუმშია და აჭარის ზღვისპირეთიდანაც პოსტავს პირად გვერდზე ფოტოებს.

მინაევას "ინსტაგრამზე" 40 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ბერა და ევა ერთად არიან ასახულნი, მოდელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "J'apprends le français" ("ვსწავლობ ფრანგულს"). წყვილის ერთობლივ ფოტოებზე უამრავი კომენტარია:

"ვგიჟდები თქვენზე! გალაქტიკაში საუკეთესო წყვილი ხართ"; "როგორ მიხარია, რომ ყველაზე მოდური და სუპერ წყვილი ერთადაა"; "ფანტასტიკურად გამოიყურებით ერთად"; "მეფე და დედოფალი"; "ერთმანეთს ძალიან უხდებით" - წერენ რუსული და ინგლისურენოვანი ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.