X
რასელ ქროუს 31 წლით უმცროსი გელფრენდი, რომელიც მილიარდერის ქალიშვილია
11:50 / 08-08-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავი რასელ ქროუ ჩუმად ხვდებოდა 22 წლის სოფია ფორესტს სამი თვის განმავლობაში. მისი მეგობრების თქმით, ურთიერთობა მალევე გახდა სერიოზული ხასიათის. "გლადიატორმა" შეყვარებული თავის ორ შვილს გააცნო. ასაკობრივი სხვაობაც კი არ დაუდგა წინ მათ ურთიერთობას. კროუ სოფიას მამაზე, მილიარდერ ენდრიუ ფორესტზე მხოლოდ რამდენიმე წლით პატარაა.

"სოფია ძალიან მხიარული გოგოა, ძალიან თავმდაბალი და იცის, რა უნდა ცხოვრებაში, რაც ძალიან მოსწონს რასელს. და მეგობრებმა ვიცით, რომ ორივე გიჟდება ერთმანეთზე, ისეთი შეყვარებულები არიან" - ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.

კროუმ და სოფიამ ერთმანეთი ოთხი წლის წინ, კროუს ფილმის პრემიერაზე გაიცნეს. მაშინ სოფია 18 წლის იყო.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
მელანიას სახე პუტინთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ
ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის გამარჯვების აღსანიშნავად ჰიმნი შეასრულა