loader

"GOT"-ის ბოლო სერიის 6 ფაქტი, რომლის სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებაც, ალბათ, აზრადაც არ მოგსვლიათ (შეიცავს სპოილერებს) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"GOT"-ის ბოლო სერიის 6 ფაქტი, რომლის სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებაც, ალბათ, აზრადაც არ მოგსვლიათ (შეიცავს სპოილერებს)

უკვე წლებია, „სამეფო კარის თამაშები“ მსოფლიო საკულტო სერიალად იქცა. რამდენადაც კარგად უნდა იცნობდეთ სერიალის ეპიზოდებს, მაინც რჩება რაღაცები, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება ან ვერ ვაკავშირებთ ფაქტებს ერთმანეთთან.
სინამდვილეში ეს ძალზე საინტერესო პროცესია. შესაძლოა, ეპოზოდებში ჩაღრმავებამ საერთოდ ახალი ფიქრები და ასოციაციები გაგიჩინოთ.
გთავაზობთ მე-7 სეზონის მე-4 ეპიზოდის 6 ფაქტს, რომლის სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებაც, ალბათ, აზრადაც არ მოგსვლიათ.

1. რანმა, სავარაუდოდ, პატარათითას, ბეილიშის რეალური განზრახვების შესახებ იცის, რადგან მას „ქაოსის კიბე“ უხსენა საუბრისას. მესამე სეზონში სწორედ ასე განუმარტა ვარისს, რომ ქაოსის შექმნა, სანსაა და ჯოფრის მანიპულაციის საშუალებაა. სავარაუდოდ, ბრანმა ეს საუბარი თავის ხილვებში ნახა.

2. არიას ვინთერფელში დაბრუნება და კარის გუშაგებთან კამათი იდეალური სარკეა პირველი სეზონის. მაშინაც შემთხვევით დატოვა არიამ წითელი ციხე-სიმაგრე და დაბრუნებისას პრობლემები შეექმნა, თუმცა, თუ მაშინ არიას ბევრი ლაპარკი მოუწია საკუთარი ვინაობის დასამტკიცებლად, ახლა პატარა ქალბატონი გაიზარდა და ბევრად ჭკვიანური საუბარი ჰქონდა გუშაგებთან.

3. „დრაკონის შუშის“ გამოქვაბულში „ტყის შვილების“ ნახატებს შორის კარგად ნაცნობი სპირალის ფიგურებია გამოსახული.
რეალურად რას ნიშნავს, ალბათ, შემდეგ ეპიზოდებში გავიგებთ. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი მწიფდება „ტყის ბავშვებს“ ან „თეთრ მოხეტიალებთან“ დაკავშირებული.

4. როდესაც დეიენერისმა ჯონ სნოუს კვლავ სთხოვა მუხლის მოდრეკა, ჯონმა იგივე კითხვა დაუსვა, რაც მან მანს რაიდერს მეხუთე სეზონში.
ჯონმა არ აუხსნა დაიანერისს მისი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯონი იმავე მიზეზით არ იხრის მუხლს, რის გამოც მანს რაიდერმა არ მოიხარა მუხლი სტანის ბარათეონის წინაშე.

5. დაიანერისის სამოსი - ის წინა სერიებში წითელი მოსასხამით ჩნდებოდა, რაც ხაზს უსვამდა მის წარმომავლობას.
მეშვიდე სეზონის ბოლო ეპიზოდში რუხი მოსასხამით გამოჩნდა. რუხი სტარკების ოჯახის ფერია, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, მხატვარმა ამაში სიმბოლური დატვირთვა ჩადო და დაიანერისის ჯონის მიმართ დამოკიდებულების პოზიტიური ცვლილებისკენ მიგვითითა.

6. ბრძოლის ველზე ტირიონის მიერ ჯეიმის გაფრთხილება გვაგონებს კიდევ ერთ საკულტო ფენტეზის, „ბეჭდების მბრძანებელს“. 
მან ჯეიმის უთხრა: „გაიქეცი ჯეიმი“.
ეს იმ ეპიზოდს გვაგონებს „ბეჭდების მბრძანებლიდან“, როდესაც გენდოლფი მეგობრებს გადარჩენის მიზნით ეტყვის: „გაფრინდით, სულელებო“.