loader

ვისთან გამოიჭირეს ლეონარდო დიკაპრიო ღამის კლუბში? - ეს ფოტოები კვალზე გაგიყვანთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვისთან გამოიჭირეს ლეონარდო დიკაპრიო ღამის კლუბში? - ეს ფოტოები კვალზე გაგიყვანთ

42 წლის ლეონარდო დიკაპრიო წლებია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლება. ოსკაროსანმა მსახიობმა მრავალრიცხოვანი ლამაზმანი საყვარლებიდან ვერა და ვერ შეარჩია ცოლობისთვის სასურველი კანდიდატი. დიკაპრიოს წელიწადში რამდენჯერმე იღებენ პაპარაცები სხვადასხვა ლამაზმანის გარემოცვაში, რომელთა უმრავლესობა მოდელია და ძირითადად Victoria's Secret-ის "ანგელოზი".

რამდენიმე წლის წინ, ტელეარხ CBS-ის დილის გადაცემაში დიკაპრიომ გეილ კინგის კითხვებს უპასუხა, თუ რას აფასებს ყველაზე მეტად გოგონებში. მსახიობმა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი "მოკრძალება და იუმორის გრძნობაა". ასევე, დიკაპრიოს თქმით, მისი რჩეული ურთიერთობებში "დრამას" არ უნდა აწყობდეს.

ტელეწამყვანმა მსახიობს პოტენციური საცოლის გაცნობაც შესთავაზა, რამაც მსახიობი გაამხიარულა - "არა, ამჟამად ისედაც ყველაფერი წესრიგში მაქვს. მაგრამ ქორწინება მაშინ იქნება, როცა ამის დრო მოვა, ეს თავისთავად უნდა მოხდეს", - განაცხადა მსახიობმა.

ახლახანს, 9 სექტემბერს, მსახიობი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ყოფილ შეყვარებულთან მოდელ ტონი გარნისთან ერთად დააფიქსირეს. 25 წლის გერმანელი მოდელი Victoria's Secret-ის "ანგელოზია", ის და ლეონარდო 1 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და 2014 წელს დაშორდნენ, თუმცა, ახალ ფოტოებში წყვილი ხელჩაკიდებულია და საკმაოდ ბედნიერადაც გამოიყურება.

თვითმხილველებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ კლუბიდან გამოსვლის შემდეგ წყვილი ცოტა ხნით პაპარაცების კვალის ასარევად დაცილდა ერთმანეთს, თუმცა, შემდეგ ტერიტორია ერთი მანქანით დატოვეს.

დიკაპრიოს ყოფილი საყვარლების ნუსხა შთამბეჭდავია, სხვადასხვა დროს ის ისეთ ლამაზმანებს ხვდებოდა, როგორებიც არიან: ბლეიკ ლაივლი, ბარ რაფაელი, ამბერ ვალეტა, მადალინა გენე, ჟიზელ ბუნდჰენი, ერინ ჰიზერტონი, ნინა აგდალი და სხვები.