loader

მოკლე კაბიანი ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი სამველ კარაპეტიანის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოკლე კაბიანი ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი სამველ კარაპეტიანის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში

მოსკოვში კომპანია "ტაშირის" მფლობელის, სამველ კარაპეტიანის უმცროსი ვაჟის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. როგორც რუსული მედია წერს, კარენ კარაპეტიანისა და მისი რჩეულის - ლილიტის ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია 2017 წლის განმავლობაში. რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ქორწილში ადგილობრივი შოუბიზნესისა და საზღვარგარეთის ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა იმღერეს, როგორებიცაა: ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი, "ლენინგრადი" და სხვ. ქორწილს სომხეთის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტიც ესწრებოდა. პატარძალს ZuhairMurad-ის თეთრი შლეიფიანი კაბა ეცვა. ქორწილი საკონცერტო დარბაზში "საფისა" ჩატარდა. გრანდიოზული დღესასწაულის საბოლოო აკორდი რამდენიმე მეტრიანი ტორტი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვის ცნობილმა კონდიტერებმა მოამზადეს.