loader

ულამაზესმა ირანელმა მსახიობმა პროტესტის ნიშნად ჰიჯაბი მოიხსნა და "ინსტაგრამზე" ფოტოები გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ულამაზესმა ირანელმა მსახიობმა პროტესტის ნიშნად ჰიჯაბი მოიხსნა და "ინსტაგრამზე" ფოტოები გამოაქვეყნა

ულამაზესი ირანელი მსახიობი სადაფ ტაჰერიანი, რომელმაც გაბედა და ჰიჯაბი მოიხსნა, სოცქსელებში სექსუალურ ფოტოებს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ამას პროტესტის ნიშნად, იმ ირანული კანონების მიმართ დაუმორჩილებლობის გამოსახატად აკეთებს, რაც აიძულებს ქალებს ჰიჯაბი ატარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ინსტაგრამზე ტაჰერიანს მილიონნახევარზე მეტი გამომწერი ჰყავს და მსახიობი აქტიურად ათავსებს სოციალურ ქსელში თავის ფოტოებს. რა თქმა უნდა, ტაჰერიანმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშობლო დატოვა, თუმცა პასუხად ირანისგან მიიღო "უღირსად შერაცხვა" და მას ფილმებში მონაწილეობის უფლება აეკრძალა. სოციალური ქსელის საშუალებით სადაფი კრიტიკასა და ლანძღვას იმსახურებდა რელიგიური ფანატიკოსებისგან, თუმცა ეს მას არ აჩერებს.