loader

ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე თაყვანისმცემელმა მსახიობის პორტრეტი გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე თაყვანისმცემელმა მსახიობის პორტრეტი გაიტაცა

"არტ გალერეა ვაკეში" ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე ცნობილი მსახიობის მიერ ბოლო წლებში შექმნილი ნახატები წარმოადგინეს. ლიკა ქავჟარაძე ამ გამოფენისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, თუმცა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ღონისძიების ორგანიზატორი თბილისის მერიაა.

გამოფენას ლიკა ქავჟარაძის მეგობრები და მხატვრებიც ესწრებოდნენ.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების მიერ შექმნილი ლიკა ქავჟარაძის პორტრეტები, რომლის ყიდვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

გალერიაში მცირე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა სტუმარმა წითელ ფურცელზე შესრულებული ლიკა ქავჟარაძის პორტრეტი გაიტაცა, რომელიც დაცვამ დააბრუნებინა. აღმოჩნდა, რომ გამტაცებელი მსახიობის თაყვანისმცემელია. ლიკა ქავჟარაძის გამოფენა "რე პრეფიქსი" 26 ოქტომბერს, მსახიობის დაბადების დღეზე დაიხურება.

კადრები ინციდენტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული.