loader

"ევროვიზია 2017"-ის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზია 2017"-ის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს

"ევროვიზია 2017"-ის გამარჯვებულს გული გადაუნერგეს. სალვადორ სობრალს გულის გადანერგვის ოპერაცია 8 დეკემბერს გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური ტელე-რადიოკომპანია RTP ავრცელებს. ექიმების განცხადებით, ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა და მომღერალს წინ ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაციის პროცესი ელის.

სობრალი რეანიმაციაში სექტემბრის ბოლოს მოხვდა. მაშინ მომღერალმა გააუქმა ყველა კონცერტი და სცენიდან წასვლასაც კი აპირებდა.

27 წლის მომღერალი თანდაყოლილი გულის მანკით იტანჯება. ამის გამო ის "ევროვიზიის" ყველა რეპეტიციაში ვერ მონაწილეობდა და კონკურსის ორგანიზატორებმა მისთვის გამონაკლისი დაუშვეს. სიმღერა, რომელმაც მას კიევში გამარჯვება მოუტანა, გულს ეხება, რომელსაც "შეუძლია ორის ნაცვლად სიყვარული". სიმღერა მან პორტუგალიურ ენაზე შეასრულა და რეკორდული, 758 ქულა დააგროვა.