loader

"ჩემი შეყვარებული პორნოვარსკვლავია და ყოველდღე სხვადასხვა კაცთან წევს, მაგრამ მე წინააღმდეგი არ ვარ" - ყველაზე "გამგები" ბოიფრენდი მსოფლიოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი შეყვარებული პორნოვარსკვლავია და ყოველდღე სხვადასხვა კაცთან წევს, მაგრამ მე წინააღმდეგი არ ვარ" - ყველაზე "გამგები" ბოიფრენდი მსოფლიოში

32 წლის მაიკ ადკინსი ლას-ვეგასიდან ყველაზე "გამგები" ბოიფრენდია მსოფლიოში. ის უკვე 4 წელია ცნობილ პორნოვარსკვლავ ელი ჰეიზს ხვდება. მამაკაცი Mirror-თან ჰყვება, რომ ქალის კარიერა არ აშინებს. რაც ყველაზე საკვირველია, მაიკი არ ეჭვიანობს იმ მამაკაცებსა და ქალებზე, რომლებთანაც მის შეყვარებულს უწევს გადაღება. "არ მაღელვებს, რომ ის სხვა მამაკაცებთან წევს. ეს რომ მისი სამუშაო არ ყოფილიყო, მაშინ სხვა საქმე იქნებოდა", - ამბობს მაიკი.

როცა ადკინსმა ელი გაიცნო, მისი საქმიანობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. როცა ქალის სამსახურის შესახებ შეიტყო, პირველ ხანებში შოკში ჩავარდა, თუმცა, მოგვიანებით ეს სიახლე გაგებით მიიღო. მამაკაცი ერთადერთ შემთხვევას იხსენებს, როცა შეყვარებულის საქმიანობა სერიოზულად განიცადა - ეს მაშინ მოხდა, როცა ამის შესახებ დედას უამბო.

ელი პორნოინდუსტრიაში უკვე 8 წელია მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ის 350-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. წყვილი ქალის საქმიანობას სახლში არ განიხილავს, თუმცა მის "ოსტატობას" საწოლში წარმატებით იყენებს. 18 წლის ასაკში ელი სასულიერო პირს გაჰყვა ცოლად, მაგრამ 2 წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ. ამჯერად ქალი ამტკიცებს, რომ მაიკთან ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა და მათ ვნებიანი ურთიერთობა აქვთ.