loader

დონალდ ტრამპზე იუმორისტული ანიმაციური სერიალი გამოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპზე იუმორისტული ანიმაციური სერიალი გამოვა

Showtime წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს, სახელწოდებით Our Cartoon President.

ეს ნახევარსაათიანი სერიალი, რომლის პრემიერაც 11 თებერვალს, აშშ-ის დროით საღამოს 8 საათზე შედგება, მოგვითხრობს შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის უსიამოვნო თავგადასავლებზე, მრჩევლებსა და ოჯახის წევრებზე. აღსანიშნავია, რომ Showtime სერიალის პირველ ეპიზოდს სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე 28 იანვარს განათავსებს.

სერიალში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაშარჟებულია, მისი სხვადასხვა თავგადასავალი კი იუმორისტულადაა ნაჩვენები.

Our Cartoon President-ის აღმასრულებელი პროდიუსერი სტივენ კოლბერტია (ცნობილი სატელევზიო შოუ The Late Show Stephen Colbert-ის წამყვანი).